ჩვენს შესახებ

პირველი ქართული ღვინის ბრენდი დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და  დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით  კონიაკის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დავით სარაჯიშვილმა არა მხოლოდ ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგია ჩამოიტანა ევროპიდან, არამედ გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები და მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკრო-ზონები. კომპანია 1884 წელს დაარსდა, სულ რაღაც სამ წელიწადში 1887 წელს კი პირველი პროდუქტიც გამოუშვა.