განცხადებები
გამოქვეყნების თარიღი 28/04/2022
განცხადება
ს/ს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ.
ს/ს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის მიზნით. აქციონერთა საერთო რიგგარეშე კრება ჩატარდება ს/ს „სარაჯიშვილის“ ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირი № 4-ში.
აქციონერთა საერთო კრება ჩატარდება 2022წლის 18 მაისს, 14 საათზე.
დღის წესრიგი:
1) ს/ს „სარაჯიშვილის“ ნებადართული კაპიტალის დაზუსტების შესახებ (მომხსენებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თენგიზ ჯაფარიძე.)
2) ს/ს „სარაჯიშვილის“ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხსენებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გელა შენგელია.)
3) აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 14.04.2022
აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება ს/ს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში ი. მოსაშვილის ქ. № 11-ში, მე-7 სართული. ტელ 2 22 53 57, შესვენება 14.00-დან 15.00 საათამდე.
დეტალური ინფორმაცია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების დირექციაში ან ტელეფონზე 577 77 77 24, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში 10.00-დან 17.00 საათამდე
სარაჯიშვილი
ქართული ღვინის ბრენდი 1884 წლიდან
4 David Sarajishvili St,0153, Tbilisi, Georgia
Tel: 0322 55 07 77
Tel: 0322 55 44 44