0071.jpg

TRILOGY

სარაჯიშვილი TRILOGY - XIX, XX და XXI საუკუნეების ჰარმონიული სინთეზი, სამი ყურძნის ჯიში და საქართველოს სამი რეგიონი

ისტორია 1884 წლიდან იწყება, როდესაც დავით სარაჯიშვილმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარა კლასიკური ტექნოლოგიით ღვინის ბრენდის წარმოებას. ტრადიციებისადმი ერთგულებამ, სიახლეებისკენ სწრაფვამ და მუდმივმა შემოქმედებითმა ძიებამ,  “სარაჯიშვილს” საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა მაღალი ხარისხი და დაემკვიდრებინა გამორჩეული ბრენდის სახელი.

ისტორია გრძელდება. კომპანია „სარაჯიშვილში“ შემონახული უძველესი სპირტების მრავალფეროვანი მარაგით კვლავაც იქმნება ალკოჰოლური სასმელის გამორჩეული ნიმუშები. ამ უწყვეტი პროცესის უახლესი მიღწევაა TRILOGY - ტრილოგია, რომლის სახელწოდება თავად გამოხატავს და გადმოსცემს პროდუქტის მთავარ კონცეფციას.

TRILOGY იმ შთაგონების შედეგია, რომელსაც წარსულისა და აწმყოს გაერთიანების იდეა უდევს საფუძვლად. სამი - XIX, XX და XXI - საუკუნის, ყურძნის სამი ჯიშისა და საქართველოს სამი სხვადასხვა რეგიონის ჰარმონიული სინთეზით მიიღწევა  სარაჯიშვილის  ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი შედევრი.

TRILOGY იმ სიმდიდრის მატარებელია, რომელსაც სასმელს მხოლოდ დრო, საუკუნოვანი სიძველე სძენს. წლების განმავლობაში მუხის მერქნისგან მიღებული მუქი ოქროსფერი, მრავალწლიანი დაძველების შედეგად წარმოქმნილი სიგლუვე და სირბილე განასხვავებს და გამოარჩევს პროდუქტს სხვა სასმელებისგან. სამი საუკუნის უძველესი სპირტების შერევით მიღებულმა უნიკალური სითხის ასაკმა 65 წელს მიაღწია.

გარდა სითხის საუკუნოვანი სიძველისა, TRILOGY-ს საიდუმლო საქართველოს განსაკუთრებული კლიმატური პირობების მქონე სამი სხვადასხვა მიკროზონიდან შერჩეულ ყურძნის ჯიშებშია: ციცქა იმერეთიდან, ჩინური ქართლიდან და რქაწითელი კახეთიდან. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზონების გაერთიანება ერთ სითხეში განსაკუთრებით ეგზოტიკურს ხდის მას, სძენს შეუდარებელ არომატებს და კიდევ უფრო ამძაფრებს იდეის უნიკალურობას.

ოსტატმა შეძლო, TRILOGY-ს კონცეფცია ელეგანტური დიზაინით გადმოეცა. ტრილოგია გრაფინის სამკუთხედი ფორმებით არის გამოხატული. ეს განსაკუთრებული ოსტატობა სრულდება ბროლის თავსახურით, რომელიც ბოთლის ფორმას იმეორებს. უძველესი, დახვეწილი სითხის და ორიგინალური ბოთლის სრულყოფილი კომბინაცია TRILOGY-ს იდეას რეალობად აქცევს და  აგვირგვინებს მას.