„სარაჯიშვილის“ საცავში დაცული ათასობით მუხის კასრიდან, რომლებიც სხვადასხვა წლის, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულ სპირტს ინახავს, კომპანიის გამოცდილი ტექნოლოგი იმ ერთს არჩევს, საიდანაც „ვინტაჟის ხაზის“ ახალი პროდუქტი იქმნება.

 

ეს ფაქიზი და შემოქმედებითი პროცესი უფრო არტისტულ წვას წააგავს და მასში კომპანიის 130 -ზე მეტი წლის გამოცდილება ილექება. სწორედ ასე იბადება ექსკლუზიური, „ვინტაჟური ხაზი“, რომელიც ერთი, კონკრეტული წლის სპირტისგან მზადდება.


პროდუქტის რაოდენობა ექსკლუზიურია- მხოლოდ 1000 ბოთლი. ათას ბოთლში ჩამოსხმული, საქართველოს მზიან ველებზე გაშენებული ვენახების საჩუქარი, თავისი უნიკალური ფერით, არომატითა და განუმეორებელი ხასიათით.

 

საუკუნოვანი ტრადიციების და სპირტების უნიკალური კოლექციის წყალობით, „სარაჯიშვილი“ ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც გამორჩეული პროდუქტის წარმოება შეუძლია.  თითოეული ბოთლი, გაჩერებული დრო, ისტორიაა, რომელიც დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება.