VSOP2.jpg
VSOP 0.7.jpg

სარაჯიშვილი VSOP

სარაჯიშვილი VSOP, ღვინის ბრენდის კლასიკური ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. მის ჰარმონიულობას სიმკვეთრისა და სირბილის ბუნებრივი ბალანსი განაპირობებს. იგი აერთიანებს ქართული გამორჩეული ყურძნის ჯიშებისაგან მიღებული სპირტების ოსტატურად შერჩეულ კომპოზიციას. მუხის კასრში დაყოვნება სასმელს მრავალფეროვან არომატს სძენს. მას ერთდროულად ხილის ჩირის, შავი ქლიავის, დარიჩინის, ვანილისა და სხვა ტკბილი სურნელების ტონები დაჰყვება. ეს მუქი ქარვისფერი სასმელი მეტად დაბალანსებული ინტენსიური გემოს მქონე ბრენდის ნიმუშია.