VSOP BLACK 0.7.jpg

სარაჯიშვილი VSOP  შავი

მუხის კასრში დავარგებული, მუქი ქარვისფერი სითხეა,  მკვეთრი და რბილი გემოების ჰარმონიული შერწყმით. ამ კეთილშობილ სასმელს, შავი ფერის ელეგანტური ბოთლი  საიმედოდ იცავს მზის სხივებისგან. საცავ N 8-ში, საგანგებოდ შერჩეული, ქართული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული სპირტები, განსაკუთრებული არომატით გამოირჩევიან.

მიწის ზედა საცავში, ტენიანობისა და ტემპერატურის ბალანსი,  დანაკარგის მიუხედავად, სპირტის ინტენსიურ დაძველებას განაპირობებს. სწორედ ეს სძენს ამ დაბალანსებული გემოს მქონე გამორჩეულ ქართულ ბრენდს იშვიათ არომატს, სადაც ხილის ჩირის, შავი ქლიავის, დარიჩინისა და ვანილის მსუბუქ ნოტებს ამოიკითხავთ.