XO BLACK.jpg
XO BLACK 0.7 ok.jpg

სარაჯიშვილი XO შავი

მუხის კასრში დავარგებული, მუქი ქარვისფერი სითხეა,  მკვეთრი და რბილი გემოების ჰარმონიული შერწყმით. ამ კეთილშობილ სასმელს, შავი ფერის ელეგანტური ბოთლი  საიმედოდ იცავს მზის სხივებისგან. საცავ N 10-ში, საგანგებოდ შერჩეული, ქართული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული სპირტები, განსაკუთრებული არომატით გამოირჩევიან.

მიწის ზედა საცავში, ტენიანობისა და ტემპერატურის ბალანსი,  დანაკარგის მიუხედავად, სპირტის ინტენსიურ დაძველებას განაპირობებს. სწორედ ეს სძენს ამ დაბალანსებული გემოს მქონე გამორჩეულ ქართულ ბრენდს იშვიათ არომატს. მასთან მსუბუქი შეხებისას გამოარჩევთ ვანილის, შოკოლადისა და მუხის ინტენსიურ ტონებს, ნუშის, კარამელის და ტყავის გამორჩეულ არომატებს